შეერთებულმა შტატებმა მკაცრად დაგმო ირანის ხელისუფლების მიერ ოპოზიციის ორი ლიდერის დაკავების ფაქტი. ვაშინგტონმა ამ ნაბიჯს მიუღებელი უწოდა და თეირანს მათი დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ მოუწოდა. ეს განცხადება თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯეი კარნიმ მას შემდეგ გააკეთა, რაც ირანული ოპოზიციის საიტმა გაავრცელა ინფორმაცია ოპოზიციის ლიდერების მიერ ჰოსეინ მუსავის და მეჰდი ქარუბის ცოლებთან ერთად ციხეში გადაგზავნის შესახებ. თუმცა, მოგვიანებით ირანის ოფიციალურმა ახალი ამბების სააგენტო ფარსიმ ეს ინფორმაცია უარყო. ხელისუფლების წარმომადგენლის ცნობით, მუსავის და ქარუბის შინაპატიმრობა აქვთ მისჯილი და ისინი გარესამყაროსგან არიან იზოლირებული.