ინტერპოლის საგამომძიებლო განყოფილების განცხადება

საერთაშორისო პოლიციის სააგენტო,იგივე ინტერპოლი მსოფლიოს საზოგადოებასა და განსაკუთრებით ინტერნეტ მომხმარებლებს მოუწოდებს ძებნილთა პოვნაში დახმარება გაუწიოს.

მაისში საფრანგეთში ბაზირებული ლიონის ინტერპოლის ოფისმა სპეცოპერაციის ჩატარება დაიწყო. ოპერაციის მიზანი იყო მსოფლიოს მასშტაბით იმ 450 ძებნილისთვის მიეგნო, ვინც მკველლობაში, ბავშვებზე სექსუალურ ძალადობასა და სხვა სერიოზულ დანაშაულში იყო ეჭვმიტანილი .

მიუხედავად იმისა,რომ ოპერაცია წარმატებულად ვითარდებოდა ინტერპოლს გაუძნელდა 26 ძებნილზე ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის მოპოვება და მათი ფოტოების ინტერნეტში განთავსებით საზოგადოებას დახმარება სთხოვა.

ინტერპოლის საგამომძიებლო განყოფილების დირექტორის მოადგილის მარტინ კოქსის განცხადებით, რიგითმა ინტერნეტ მომხამრებელმა ძებნილები შესაძლოა ინტერნეტის სოციალურ ქსელებსა და ფორუმებში ფოტოების საშუალებით იოლად ამოიცნოს.