პაკისტანში კვლავ წყალდიდობაა

სტიქიამ დღემდე უკვე ათას ოთხასი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში კვლავ გადაუღებლად წვიმს. წვიმით გამოწვეულ წყალდიდობას დღემდე 1,400 ადამიანი ემსხვერპლა.

მაშველთა დახმარებას დატბორილი გზები და ჩანგრეული ხიდები აფერხებს.

გაეროს განცხადებით, წლევანდელი წყალდიდობის შედეგად სამი მილიონი ადამიანი დაზარალდა.ზოგიერთი გადარჩენილის აზრით, მთავრობამ სტიქიის ზონაში მცხოვრებ მოსახლეობას დროული დახმარება არ აღმოუჩინა.

გაეროს ბავშვთა ფონდის ინფორმაციით ,მოსახლეობას ამ ეტაპზე ყველაზე მეტად საკვები და სუფთა სასმელი წყალი სჭირდება.

ორგანიზაცია "მსოფლიოს სასურსათო პროგრამა" სტიქიით ყველაზე მეტად დაზარალებული ქალაქების ფეშევარის, მარდანის, ჩარსადასა და ნოვშერას მოსახლეობას ეხმარება. ორგანიზაციის გამოთვლით.რეგიონში მცხოვრებ 2 მილიონ ადამიანს სასწრაფო დახმარება ესაჭიროება.

"წითელი ჯვრის" ორგანიზაციის განცხადებით, სტიქიის ზონა უახლოეს მომავალში სასმელი წყლის დაბინძურების სერიოზული საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.