საემიროები „ბლექბერის“ წინააღმდეგ

კონტროლი ასე უფრო ადვილია

არაბეთის გაერთიანებული საემიროებში ოქტომბრიდან „ბლექბერის“ ტიპის ტელეფონის ხმარება აიკრძალება. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ საემიროების მთავრობას არ შეუძლია „ბლექბერის“ მოკლე ტექსტური შეტყობინებების კონტროლი. საემიროების განცხადებით, ეს ვითარება და კერძოდ, „ბლექბერი“ ქვეყნის უსაფრთხოებას ემუქრება, ასევე „ბლექბერის“ მოხმარებელთა მონაცემები საზღვარგარეთიდან კონტროლდება.