ნაოტო კანის მმართველმა კოალიციამ პარლამენტის ზედა პალატაში უმრავლესობა ვერ მოიპოვა.
დღეს იაპონიაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. ეგზით-პოლების მიხედვით, მოქმედი პრემიერ-მინისტრის ნაოტო კანის მმართველმა კოალიციამ პარლამენტის ზედა პალატაში უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლო. საჭირო 54 ადგილის მაგივრად, მათ 50-ზე ნაკლები აიღეს.
საბოლო მონაცემები ხვალ დილით გახდება ცნობილი. თუკი დღევანდელი შედეგები შენარჩუნდა, მმართველი კოალიცია დაშლის პირას იქნება.
მიუხედავად ამისა, დღეს პრემიერ-მინისტრმა ნაოტო კანმა განაცხადა, რომ არჩევნების შედეგების მიუხედავად, იგი თანამდებობას შეინარჩუნებს.