გასულ წელს მომხდარი ეთნიკური შეტაკებების წლისთავის მოახლოვების გამო მდგომარეობა შეიძლება დაიძაბოს.
ჩინეთის დასავლეთ სინჯიანგის ავტონომიურ რეგიონში ჩინეთის მთავრობის ბრძანებით, რეგიონის დედაქალაქ ურუმჩისა და მის შემოგარენში 40,000 ვიდეო კამერა დაამონტაჟეს. ჩინეთის მთავრობა შიშობს, რომ გასულ წელს მომხდარი ეთნიკური შეტაკებების წლისთავის მოახლოვების გამო მდგომარეობა შეიძლება დაიძაბოს. როგორც ცნობილია, გასულ წელს სინჯიანგის ავტონომიურ ოლქში მოხდა შეტაკებები ჩინელებსა და მუსლიმ უიღურებს შორის.
ურუმჩის მუნიციპალური მთავრობის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სათვალთვალო ვიდეო კამერები დაამონტაჟეს ავტობუსებში, გაჩერებებზე, სავაჭრო ცენტრებსა და სუპერმარკეტებში.
ამას გარდა, ვიდეო კამერები დამონტაჟებული მთავარი გზატკეცილების გასწვრივ.