ყირგიზეთის მოვლენები გამოსაძიებელია

უზბეკები არ ენდობიან ყირგიზეთის დროებითი მთვარობის მიერ დაწყებულ გამოძიებას.

ადამიანის უფლებათა დამცავები ყირგიზეთის მოვლენების საერთაშორისო გამოძიებას მოითხოვენ. "ჰუმან რაითს ვოჩის" ინფორმაციით,ეთნიკურ ნიადაგზე მომხდარი შეტაკებები წინასწარ იყო დაგეგმილი.

ამ ორგანიზაციის განცხადებით,უზბეკები არ ენდობიან ყირგიზეთის დროებითი მთავრობის მიერ დაწყებულ გამოძიებას.

კვირას დანიშნული საკონსტიტუციო რეფორმები ძალადობის მორიგი ტალღის აგორების საფრთხეს შეიცავს. უზბეკეთში გადასული ლტოლვილების ნაწილი უკან დაბრუნდა ყირგიზეთში, სადაც მატ დარბეული და გადამწვარი კარმიდამო დახვდათ.