ბირმის ოპოზიცია ზეიმობს

ბირმის ოპოზიცია ზეიმობს

რანგუნში დაახლოებით 400 მხარდამჭერი შეიკრიბა.

ბირმის ოპოზიციის ლიდერის აუნგ სან სუ ჩის მხარდამჭერები დღეს მის 65-ე დაბადების დღეს აღნიშნავენ და ხელისუფლებისგან მისი შიდა პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვენ.

დღეს ბირმის ერთ-ერთ ძირითად ქალაქ რანგუნში დაახლოებით 400 მხარდამჭერი შეიკრიბა. მათ სიმბოლურად გალიებში მოთავსებული ჩიტები გაათავისუფლეს.