ოკეანიდან ჩაღვრილ ნავთობს იღებენ

ყოველდღიურად ოკეანეში 35 000-დან 60 000-მდე ბარელი ნავთობი იღვრება.

შეერთებული შტატების ხელისუფლების მონაცემებით,მექსიკის ყურეში ყოველდღიურად 35.000-დან 60.000-მდე ბარელი ნავთობი იღვრება, თუმცა უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში 25 000 ბარელის ამოღება მოხერხდა.

შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის უფროსის ადმირალ თედ ალენის განცხადებით, უახლოესი ორი-სამი კვირის განმავლობაში უნდა მოხერხდეს დაზიანებულ ნავთობჭაბურღილზე სარქველის დახურვა.