ყირგიზეთში კვლავ არეულობაა

ყირგიზეთის დროებითმა მთავრობამ ადგილზე დახვრეტის ბრძანება გასცა

ყირგიზეთის სამხრეთით უკვე მესამე დღეა არეულობაა. მოთარეშე ბრბომ 100-მდე ადამინი მოკლა, დაიჭრილია 1200. უზბეკებსა და ყირგიზებს შორის ქალაქ ოშსა და ჯალალაბადში ეთნიკური დაპირისპირების გამო , ყირგიზეთის დროებითმა მთავრობამ ადგილზე დახვრეტის ბრძანება გასცა.

პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი როზა ოტუნბაევა მომხდარში განდევნილი პრეზიდენტის ყურმანბეკ ბაკიევის მხარდამჭერებს ადანაშაულებს. მისივე თქმით, მათი ძლისხმევა მიმართულია თვის ბოლოს დაგეგმილი რეფერენდუმის ჩაშლისკენ.

რეფერენდუმზე საპრეზიდენტო ძალაუფლების შემცირებას უნდა უყაროს კენჭი.

თავის მხრივ ყურმანბეკ ბაკიევმა განცხადება ბელორუსიდან გააკეთა, მან უარყო ყოველგვარი კავშირი არეულობებთან და დაადანაშაულა დროებითი მთავრობა იმაში , რომ ხალხის დახმარებას ისინი ვერ ახერხებენ.