გახსნის დღეს 91 წლის მანდელას შვილთაშვილი დაეღუპა
სამხრეთ აფრიკაში ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყო, რომელშიც 32 ქვეყნის ეროვნული ნაკრები იბრძოლებს გამარჯვებისათვის.
ჩემპიონატის გახსნის საზეიმო ცერემონიას ვერ დაესწრო სამხრეთ აფრიკის ყოფილი პრეზიდენტი ნელსონ მანდელა, რომლის შვილთაშვილი ავტოკატატსროფაში დაიღუპა.
91 წლის მანდელა იოჰანესბურგის სოკერ სიტის სტადიონზე აპირებდა ხანმოკლე გამოსვლას, როდესაც შვილთაშვილის ტრაგიკული სიკვდილის შესახებ შეიტყო.
13 წლის გოგონა მსოფლიო ჩემპიონატისადმი მიძღვნილი კონცერტიდან ბრუნდებოდა შინ, როდესაც მძიმე ავარიაში მოჰყვა.