სეულის კოსმოსური მარცხი

გაშვებული რაკეტა ჰაერში აფეთქდა

სამხრეთ კორეის ოფიციალური პირების განცხადებით, რაკეტა, რომელსაც კოსმოსურ ორბიტაზე სამეცნიერო სატელიტი მიქონდა, როგორც ჩანს აფეთქდა. მეცნიერების და ტექნოლოგიების მინისტრმა ან-ბიონგ მანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ხმელეთზე მყოფმა ოპერატორებმა ჰაერში გაშვებულ რაკეტასთან კავშირი, გაფრენიდან 137 წამში დაკარგეს. აღსანიშნავია, რომ ეს სამხრეთ კორეის და რუსეთის მიერ ერთობლივად შექმნილი რაკეტა იყო.