მექსიკის ყურე თეთრი სახლის გამოცდაა

გასულ კვირას შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა ლუიზიანას შტატის სანაპიროზე მესამედ ჩავიდა.

გასულ კვირას შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა ლუიზიანას შტატის სანაპიროზე მესამედ ჩავიდა.ამის მიზეზი კი მექსიკის ყურეში ოკეანეში ნავთობის ჩაღვრის შედეგად გამოწვეული ეკოლოგიური კატასტროფის საშიშროება გახლდათ.

სანაპიროზე ყოფნისას პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ შეახსენა ბრიტანულ ნავთობკომპანიას შექმნილ სიტუაციაზე დაკისრებული პასუხისმგებლობა და საზოგადოების აღუთქვა,რომ მომავალში პირადად მისი ადმინისიტრაცია გააკონტროლებს ოფშორულ ზონაში ნავთობის მოპოვების უსაფრთხოების ზომების მკაცრად დაცვას .

„მე არ მსურს მომავალშიც მსგავსი სიტუაცია განმეორდეს,არცერთ ამერიკელსა და მექსიკის ყურეში მცხოვრებ არცერთ ადამიანს არ სურს მსგავსი რამ ხელახლა განიცადოს“

ამ ფონზე ვაშინგტონში გარემოს დაცვის აქტივისტები ბიპის ადგილობრივ ოფისთან შეიკრიბნენ და კომპანიას ნავთობის გაჟონვის სასწრაფო შეჩერებისკენ მოუწოდეს:

„ჩვენ ნათლად ვხედავთ,რომ ნავთობი პოლიტიკასაც აბინძურებს“.

მიუხედავად იმისა,რომ მექსიკის ყურეში უკანასკნელი ვიზიტისას პრეზიდენტმა ობამამ მიმდინარე სიტუაციას საკმაოდ მკაცრი შეფასება მისცა, კრიტიკოსებმა პრეზიდენტი ნაკლებ კრიტიკულობასა და ემოიციურობის არქონაში დაადანაშაულეს.

ზოგიერთი რესპუბლიკელი პრეზიდენტის ადმინისტრაციასაც გადაწვდა და კატასტროფის მიმართ არაოპერატიული დამოკიდებულება დააბრალა. მათ შორის იყო მინესოტას გუბერნატორიც ტიმ პულენტიც,რომელიც სავარაუდოდ 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ერთერთი კანდიდატი იქნება.

„პრეზიდენტმა მზადყოფნა გამოაცხადა და გარკვეული პასუხისმგებლობაც აიღო საკუთარ თავზე.თუმცა უმჯობესი იქნებოდა, მსგავსი რეაქცია ცოტა ადრე გამოეხატა“

ნავთობის გაჟონვის თემამ შეერთებული შტატების მედია სრულად მოიცვა. თეთრმა სახლმა ეკოლოგიური კატასტროფის მიმართ არაადეკვატური დამოკიდებულებით ერთგვარი პოლიტიკური ტესტირება გაიარა.

ქევინ ვიტლოუ კონგრესის სამთვიანი გამოცემის ჟურნალის თანამშრომელია,მისი აზრით:

„პრეზიდენტი ობამა საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოცდის წინაშე აღმოჩნდა. მისი ყველა ვიზიტი ოფიციალურად გადაიდო. ასეთივე მდგომარეობაში აღმოჩნდა თეთრი სახლიც,ადმინისტრაცია აშკარად კრიზისს განიცდის“

ასევე მკაცრი შეფასება მისცა საზოგადოებრივმა გამოკითხვამ მთავრობის რეაქციას ნავთობის გაჟონვასთან დაკავშირებით.

თუმცა მკვლევარ ფრენკ ნიურპორტის აზრით, ნაადრევია იმაზე ფიქრი, რომ მექსიკის ყურეში შემქნილი კრიზისი პრეზიდენტი ობამას სამომავლო პოლიკიტურ ბედზე აისახება.

„ჩვენ გულდასმით ვსწავლობთ ყველა დეტალს.მაისის ბოლო კვირას პრეზიდენტი ობამას რეიტინგი 46 პროცენტი იყო. მცირე ვარდნა ,რაც ნავთობის გაჟონვის შედეგად შეინიშნება სიტუაციის დრამატიზების საშუალებას მაინც არ გვაძლევს.“

ზოგიერთი კონსერვატორი მიიჩნევს,რომ მექსიკის ყურის ეკოლოგიურმა კატასტროფამ შესაძლოა პრეზიდენტი ობამა კრიტიკის ისეთივე ქარცეცხლში გახვიოს,როგორც თავის დროზე პრეზიდენტი ბუში ქარიშხალი კატარინას გამო გაეხვია.ზოგიც კი არსებულ რეალობას ჯიმი კარტერის დროინდელ საპრეზიდენტო პერიოდს უკავშირებს.

თუმცა საზოგადოებრივის აზრის მკვლევარი ფრენკ ნიურპორტი იმედს არ კარგავს და აღნიშნავს,რომ მოვლენები იმისდა მიხედვით განვითარდება ,თუ რამდენად სწრაფად და ოპერატიულად მოგვარდება ეს პრობლემა მექსიკის ყურეში.

არ არის გამორიცხული ისიც, რომ მექსიკის ყურეში ნავთობის კატასტროფის თემამ კოგრესის შუალედურ არჩევნებზეც იჩინოს თავი.ეს ზუსტად ის არჩევნებია,რომელზეც რესპუბლიკელები დაკარგული მანდატებისთვის იბრძოლებენ, რათა კონგრესში უმრავლესობა დაიბრუნონ.