ქრისტიანობას მშვიდობის დამყარების საქმეში შეუცვლელი როლი აკისრია.
კვიპროსში რომის პაპის პირველი ოფიციალური ვიზტი დაიწყო.
ბენედიქტე მეთექვსმეტე პრეზიდენტმა დემეტრიუს ხრისტოფიასმა და მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელმა არქიეპისკოპოსმა ხრისოსტომოსმა მიიღეს.
პაპმა ბენედიქტემ ყველა ქრისტიანს მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადა. მისი თქმით, ქრისტიანობას მშვიდობის დამყარების საქმეში შეუცვლელი როლი აკისრია.