ერთტრილიონიანი დახმარების პაკეტი

გერმანელმა კანონმდებლებმა დაამტკიცეს ევროპის ფინანსური სექტორის დახმარების ერთ ტრილიონიანი პაკეტის საკუთარი წილი.

გერმანელმა კანონმდებლებმა დაამტკიცეს ევროპის ფინანსური სექტორის დახმარების ერთ ტრილიონიანი პაკეტის საკუთარი წილი. პარლამენტის ზედა პალატამ კანონი დღეს დაამტკიცა.

გერმანია, რომელიც ევროპის უდიდესი ეკონომიკაა, ფინანსური პაკეტის შესავსებად ორას მილიარდ დოლარს გაიღებს.

აღსანიშნავია, რომ მისი მაღალი საფასურიდან გამომდინარე ეს საკანონმდებლო ინიციატივა გერმანიაში უკვე არაპოპულარობით სარგებლობს. კანცლერი ანგელა მერკელი და ფინანსთა მინისტრი ვოლფგანგ შობლი აცხადებენ, რომ ფინანსური დახმარება ბევრად უფრო იაფი ჯდება ვიდრე შესაძლო ეკონონომიკური ქაოსის შედეგების ლიკვიდაციისთვის იქნებოდა საჭირო.