რუსეთი ხელშეკრულებების ერთგულია

უფრთხილდება საერთაშორისო ბაზარზე თავის რეპუტაციას და ასრულებს ადრე დადებულ შეთანხმებებს.

რუსეთი ხელშეკრულებების ერთგულია

რუსეთის დუმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მიხაილ მარგელოვის განცხადებით, ირანის წინააღმდეგ სანქციების შემოღება ხელს არ შეუშლის მოსკოვის მიერ თეირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას.

ბატონი მარგელოვის განცხადებით, ეს-300 ტიპის რაკეტების მიწოდებაზე მოსკოვმა თეირანთან ჯერ კიდევ სანქციების შემოღებამდე გააფორმა ხელშეკრულება.

მისი თქმით, რუსეთი არ არის დაინტერესებული ახლო აღმოსავლეთის მილიტარიზაციაში, მაგრამ ის ამავე დროს უფრთხილდება საერთაშორისო ბაზარზე თავის რეპუტაციას და ასრულებს ადრე დადებულ შეთანხმებებს.