ადმირალი პოსტს ტოვებს

დენის ბლერს მკაცრად აკრიტიკებდნენ კონგრესში ამერიკული სპეცსამსახურების საქმიანობის არასაკმარისი კოორდინაციის გამო.

შეერთებულ შტატებში პრეზიდენტ ბარაქ ობამას ეროვნული სადაზვერვო გაერთიანების დირექტორი გადადგა. ადმირალ დენის ბლერს ამერიკული დაზვერვის არაეფექტური მუსაობის გამო აკრიტიკებდნენ.

მიუხედავად ამისა,ხუთშაბათს პრეზიდენტმა ობამამ მარალი შეფასება მისცა ადმირალ ბლერის საქმიანობას შეერთებული შტატების სადაზვერვო გაერთიანების ხელმძღვანელის პოსტზე.

დენის ბლერს მკაცრად აკრიტიკებდნენ კონგრესში ამერიკული სპეცსამსახურების საქმიანობის არასაკმარისი კოორდინაციის გამო.

ბატონმა ბლერმა პრეზიდენტ ობამას სპეციალური განცხადებით მიმართა, რომელშიც წუხილს გამოთქვამს თანამდებობიდან გადადგომის გამო. თუმცა ამ განცხადებაში არაფერია ნათქვამი ობამას ადმინისტრაციაში არსებული უთანხმოების შესახებ.

ამერიკელი ადმირალი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა გასული წლის საშოაბაო ინციდენტის გამო,როდესაც ნიგერიელმა ახალგაზრდამ თვითმფრინავში ბომბის აფეთქება სცადა.

შეერთებული შტატების სენატის სადაზვერვო კომიტეტი მკაცრად აკრიტიკებდა ეროვნული კონტრტერორისტული ცენტრის საქმიანობას დაზვერვის ჩავარდნის გამო.

სენატის კომიტეტმა დაზვერვის მთელ რიგ ხარვეზებზე გაამახვილა ყურადღება, რომელშიც ანალიტიკური სამსახურის სუსტი მუშაობაც შედის.

ამერიკული დაზვერვის სამსახურების უმთავრეს ნაკლად მაინც ინფორმაციის გაზიარებაში არსებული ხარვეზები რჩება, რაშიც გადამდგარი ადმირალი თავად სახელმწიფო სისტემაში არსებულ ინსტიტუციონარულ და ტექნოლოგიურ ბარიერებს ადანაშაულებს.