მიუხედავად კოსმოსში არსებული ნარჩენებისა,ხომალდი შეკავშირებას დღეს მოახდენს.
აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს განცხადებით, მრავალჯერადი გამოყენების ხომალდი „ატლანტისი“ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს დღეს შეუკავშირდება. ეს ხომალდის უკანასკნელი მისია იქნება.
როგორც აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური კვლევების სააგენტო აცხადებს, ატლანტისი დღეს შეუკავშირდება სადგურს, მიუხედავად კოსმოსში არსებული ნაგვისა.
ატლანტისის ეკიპაჯის წევრებმა აღმოაჩინეს კიდევ ერთი სისტემური პრობლემა, რომელიც ხომალდის გამათბობელ ფარის ინსპექტირებას უკავშირდება. თავად ხომალდის მისიას კი რუსეთის მიერ შექმნილი ლაბორატორიისთვის საჭირო სათადარიგო ნაწილების მიწოდება წარმოადგენდა.