მეკობრეებმა ტანკერი გაათავისუფლეს

მეკობრეებმა ტანკერი გაათავისუფლეს

ამის შესახებ, ევროკავშირის მეკობრეობის საწინააღმდეგო მისიას აცხადებს.

სომალელმა მეკობრეებმა გამოსასყიდის მიღების შემდეგ შემდეგ ბრიტანული დროშით მცურავი ტანკერი გაათავისუფლეს.

ამის შესახებ, ევროკავშირის მეკობრეობის საწინააღმდეგო მისიას აცხადებს. ტანკერის „წმ ჯეიმს პარკის“ გამოსასყიდი თანხა მეკობრებმა გუშინ მიიღეს. მეკობრეების ტყვეობაში გემი 4 თვეზე მეტი იმყოფებოდა.

ამჟამად „წმინდა ჯეიმს პარკი“ და მისი 26 კაციანი ეკიპაჟი ტაილანდისკენ მიემგზავრებიან. ეკიპაჟი - ფილიპინელი, რუსი, ქართველი, რუმინელი, ბულგარელი, უკრაინელი, პოლონელი, ინდოელი და თურქი მოქალაქეებისგან შედგება.