ბრიტანეთი არჩევნების შემდეგ

ბრიტანეთი არჩევნების შემდეგ

პარტიები უკვე მესამე დღეა მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

ბრიტანეთის კონსერვატორული და ლიბერალ დემოკრატიული პარტიები უკვე მესამე დღეა მოლაპარაკებებს აწარმოებენ ძალაუფლების გაზიარების თაობაზე შეთანხმების მისაღწევად, რადგანაც გასულ კვირას ჩატარებული არჩევნების შემდეგ გამარჯვებული პარტია არ გამოიკვეთა.

ლიბერალ დემოკრატების ლიდერმა ნიკ ქლეგმა განაცხადა, რომ იმედს იტოვებს, რომ შეთანხმება მალე მოხდება და ბრიტანეთის პოლიტიკაში გაურკვევლობის ეს პერიოდიც მალე დამთავრდება.

მისი თქმით:

არ მგონია, გაურკვევლობის ეს პერიოდი კარგის მომტანი იყოს. სწორედ ამის გამო მსურს შეთანხმების სწრაფად მიღწევა. ამასტან ერთად, იმედი მაქვს, რომ მივიღებთ სწორ გადაწყვეტილებას, და არა ისეთს, რომელიც ნაჩქარევია და დიდ ხანს არ გასტანს. აცხადებს ბატონი ქლეგი.

პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მოლაპარაკებების მსვლელობისას რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი იქნა განხილული, მათ შორის ეკონომიკაც.

კონსერვატორების ლიდერი დეივიდ კამერონი არჩევნების შემდეგ გუშინ პირველად შეხვდა ნიკ ქლეგს და შეხვედრა ძალიან ხამოკლე იყო.