როგორ ეხმაურებიან ლიბიაში მიმდინარე პროცესებს ქართველი ექსპერტები, ამ თემაზე დღეს ჩვენი გადაცემის სტუმერი პოლიტოლოგი ექსპერტი ბატონი კახა გოგოლაშვილი საუბრობს.
-"მე მგონია, რომ რა თქმა უნდა თავიდან როდესაც კონფლიქტი დაიწყო ლიბიაში აღსანიშნავია ის, რომ ის დაიწყო სპონტანურად რასაც მოჰყვა ძალიან მკაცრი რეაქცია მმართველისგან და აი რაღაც მოუმზადებელი და აბსოლუტურად იდეოლოგიურად ჩამოყალიბებულმა მასამ დაიწყო ეს აჯანყება, ამიტომ ის რომ ის მიაღწევდა სწრაფ გამარჯვებას ამის ნიშნები აქ არ ჩანდა სანამ რა თქმა უნდა ნატო არ ჩაერია არ ჩაერია დასავლეთი სიტუაციაში და არ იქნა მიღებული გაეროს რეზოლუცია, რომელმაც აშკარად მისცა გარკვეული მნიშვნელოვანი შეიძლება ითქვას უპირატესობა აჯანყებულებს."
ბატონი კახას აზრით მიუხედავად ნატოს დახმარებისა აღმოჩნდა, რომ ლიბიელი მეამბოხეები არ იყვნენ მზად ფართე მასშტაბიანი ომისათვის.
-"მიუხედავად იმისა რომ ნატოს ჰქონდა მანდატი იმისა, რომ კადაფის შეიარაღებული ძალებისათვის მიეყენებინა საკმაოდ დიდი ზარალი და ზიანი აღეკვეთა აშკარად გამოჩნდა, რომ აჯანყებულები არ იყვნენ არანაირად მზად ასე ვთქვათ ესეთი სახის ომისათვის ფართო მასშტაბიანი ომისათვის ეს ერთი ფაქტორი, მეორე ის, რომ ლიბიაში მაინც ასე ვთქვათ აღმოჩნდა საკმაოდ ძლიერი ტრიბალური საზოგადოება სადაც ერთი ნაწილი საზოგადოების, რომელიც მხარს უჭერდა კადაფის მზად იყო ასე ვთქვათ ებრძოლა ბოლომდე, გაეწირა საკუთარი თავი მათ შორის სამხედროების დიდი ნაწილი და დაეცვა ასე ვთქვათ ის კლანი და ის მმართველი, რომელსაც მხარს უჭერდა. აი ამ სიტუაციაში სწრაფად დასრულება კონფლიქტის შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ და მხოლოდ ისეთი რეზოლუციის მიღებით გაეროში, რომელიც მისცემდა ულებას ვთქვათ იგივე ნატოს ჯარებს ან დასავლეთის ჯარებს, რომ მოეხდინათ ინტრვენცია ქვეყანაში და საკუთარი ძალებით შეეტიათ ასე ვთქვათ კადაფის არმიისათვის ამან გამოიწვია მემგონი ის რომ ამდენ ხანს გაგრძელდა ეს აჯანყება.
ბატონმა კახამ ასევე აღნიშნა, რომ რთული იქნება იმის პროგნოზირება თუ რა სახის მმართველობა დაარსდება ლიბიაში, თუმც მისი ვარაუდით ლიბიელი მეამბოხეებისათვის დემოკრატიული ქვეყნების დახმარება მაინც იძლევა იმის იმედს, რომ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები დაიწყება.
-"ისევ და ისევ საკმაოდ რთულია იმის პროგნოზირება თუ რა სახის მმართველობა დაარსდება ლიბიაში, მე მგონია ის დიდი დახმარება, რომელიც გაუწია დასავლეთმა და კერძოთ დემოკატიულმა ქვეყნებმა ლიბიის აჯანყებულებს, იძლევა გარკვეულ იმედებს იმისა, რომ ამ ქვეყანაში შესაძლებელი იქნება რაღაც ანალოგიური დემოკრატიული პროცესების განვითარება და დასავლეთის ზედამხედველობით რა თქმა უნდა, მაგრამ აქაც უნდა ითქვას, რომ გამოცდილება ერაყსა და ავღანეთში გვიჩვენებს, რომ ასე ვთქვათ ისლამის ანუ მუსულმანურ სახელმწიოებში, ქვეყნებში სადაც საკმაოდ ძლიერია ისლამისტური დაჯგუფებები და ასე ვთქვათ ფუნდამენტალისტური შეიძლება ითქვას სენტიმენტები, საკმაოდ ძნელი არის რაღაც სერიოზულად ფიქრი სწრაფ მოდერნიზაციაზე და სწრაფ დემოკრატიზაციაზე ქვეყნისა. ამიტომ აქ კვლავ არა მარტო ომის პერიოდში არამედ თუ მშვიდობა დამყარდება და რა თქმა უნდა ეს ყველას სურს, რომ მალე დამყარდეს მშვიდობა ლიბიაში, მშვიდობის შემთხვევაშიც კი საკმაოდ რთული გზა აქვს გასავლელი ყველა იმას და პირველ რიგში ალბათ დასავლურ სახელმწიფოებს, რომ მოახდინონ ამ ქვეყანაში მოდერნიზება ხელისუფლების დახმარება იმისა, რომ იქ აშენდეს დემოკრატია და საბოლოო სტაბილური მშვიდობა ასე ვთქვათ მშვიდობამ დაისადგუროს."