მეორე სასამართლო პროცესი ტუნისში

მეორე სასამართლო პროცესი ტუნისში

ყოფილი პრეზიდენტის ზინე ბენ ალის წინააღმდეგ ტუნისის სასამართლომ ნარკოტიკებითა და იარაღით არაკანონიერი ვაჭრობის ბრალდებით საქმე აღძრა.

ბენ ალის ტუნისიდან საუდის არაბეთში გაქცევის შემდეგ მის წინააღმდეგ დაწყებული ეს უკვე მეორე სასამართლო პრცესია.

ბენ ალის ადვოკატმა განაცხადა, რომ პროცესი არასამართლიანი იყო და სასამართლოს დარბაზიდან გავიდა. რამდენიმე წუთიანი შესვენების შემდეგ სასამართლო პროცესი ბრალდებულისა და მისი ადვოკატის გარეშე გაგრძელდა.

ივნისში ბენ ალის და მის მეუღლეს ტუნისის სასამართლომ 35 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა სახელმწიფო თანხების მითვისებისთვის. ბრალდებულები სასამართლო პროცესს მაშინაც არ ესწრებოდნენ.