ასადი უკან არ იხევს

ასადი უკან არ იხევს

სირიის მთავრობის მიერ მოპროტესტეების მიმართ სასტტიკი ზომების გატარება დაჰგმეს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრმა ქვეყნებმა.

საბჭომ უნდა მიიღოს რეეზოლუცია, სადაც მოითხოვენ ძალმომრეობის დაუყოვნებლივ შეწვეტას და სიირიის მთავრობის მიერ საერთაშორისო კანონების დარღვევის გამოძიებას. თავის მხრივ სირიამ გაეროს ჰუმანიტარულ მისიას უფლება მისცა ქვეყანაში შესულიყო და ადგილზე შეეფასებინა ქვეყნის ჰუმანიტარული მოთხოვნები. სირიის მთავრობამ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს შეატყობინა, რომ ამ ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეიძლება მისცენ იმის უფლება, რომ მოინახულონ სამოქალაქო პირები, რომლებიც საპროტესტო აქციებში მონაწილეობისათვის დააკავეს. როგორც სჩანს ამ ზომებმა სირიის მთავრობისათვის სასურველი შედეგები ვერ გამოიღო. როგორც ამერიკელმა დიპლომატმა აილინ დონაჰოუმ განაცხადა სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადი სულ უფრო კარგავს მხარდაჭერას მის მეზობელ არაბულ ქეყნებში. როგორც მან განაცხადა კუვეიტი, კატარი, საუდის არაბეთი და იორდანიაშეუერთდნენ გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოს წევრთა უმეტესობას და მოითხოვენ სირიიის საკითხზე საგანგებო სერიის ჩატარებას. დონაჰოუს განცხადების თანახმად არაბული სახელმწიფოების ლიგა, ისლამური სახემწიფოების ორაგანიზაცია, ევროკავშირი და აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა ერთხმად მოუწოდებენ სირიის მთავრობას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ძალის გამოყენება საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ:

-„ჩვენ მოწმენი ვხდებით საერთაშორისო საზოგადოებაში კონსენსუსის მიღწევისა. სულ უფრო ერთიანად გაისმის ხმა იმის თაობაზე, რომ ასადმა უნდა დათმოს ხელისუფლება. მან სირიელი ხალხის მართვის კანონიერება დაკარგა. ერთი რამ ნათელია, რომ ასადი სრულიადაა იზოლირებული. „

როგორც ადამიანის უფლებათა დარგში გაეროს უმაღლესმა რწმუნებულმა ნავი პილეიმ განუცხადა საბჭოს სირიაში შექმნილი პრობბლემის შემსწავლელმა კომისიამ დაადგინა ის, რომ სირიის უშიშროებისა და სამხედრო ძალები რეგულარულად არღვევენ ადამიანის უფლებებს.

-„მიუხედავად იმისა, რომ ამ კომისიის მოხსენება ეხება დროის მონაკვეთს 15მარტიდან 15 ივლისის ჩათვლით, მოიპოვება იმის დამამტკიცებელი ფაქტები, რომ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები დღესაც გრძელდება. „

ამ აზრს იზიარებს გაეროს სპეც-გამომძიებელი წამების ფაქტებზე ხუან მენდესი:

-„ ჩვენის აზრით ამ დარღვევებისათვის პასუხისმგებელნი მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარსდგნენ, დამნაშავეებს უნდა მოსთხოვონ პასუხი, ხოლო დაზარალებულებმა და მისმა ოჯახის წევრებმა შესაბანისი კომპენსაცია უნდა მიიღონ.“

გაეროში სირიის წარმომადგენელი ფაიზალ ხაბაზ ჰამუი ამ დასკვნას მტკნარ სიცრუეს უწოდებს. როგორც იგი ამტკიცებს თუკი რეზოლუციას საბჭო მიიღებს კრიზისი სირიაში კიდევ უფრო გაღრმავდება და აქედან გამომდინარე იგი საბჭოს წევრ ქვეყნებს მოუწოდებს არ დაამტკიცონ ეს რეზოლუცია.