კლინტონი განცხადებას აკეთებს საბერძნეთზე

კლინტონი განცხადებას აკეთებს საბერძნეთზე

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ ოფიციალური ვაშინგტონი სრულიად უჭერს მხარს საბერძნეთის ეკონომიკის გამოჯანსაღების გეგმას.

ათენში გაკეთებულ განცხადებაში მან აღნიშნა, რომ სჯერა ბერძენი ხალხისა და საბერძნეთის მთავრობისა მათ ძალისხმევაში გამოასწორონ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა. კლინტონი საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სტავროს ლამბრინიდის შეხვდა. ხუთშაბათს ბრიუსელში საგანგებო უბაღლესი დონის შეხვედრა დაიწყება სადაც ევროზონის 17 სახელმწიფოს ლიდერი შეთანხმების მიღწევას შეეცდება საბერძნეთისადმი დამატებითი ფინანსური დახმარების გაწევის თაობაზე.