ძლიერმა შტორმმა რამდენიმე რაიონში მეწყერი გამოიწვია
ფილიპინებზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება, რაც დროებით შტორმის გაძლიერებამ შეაფერხა. ამ დროისთვის მსხვერპლის რაოდენობამ 400 ადამიანს გადააჭარბა. კატასტროფა ძლიერმა ტაიფუნმა "ვაშიმ" გამოიწვია, რომელიც მინდანაოს რეგიონს დაატყდა თავს. ძლიერმა წვიმამ და ქარიშხალმა ბევრ ადგილას მეწყერი გამოიწვია. წითელი ჯვრის მონაცემებით, ამ ეტაპზე დაღუპულია 436 ადამიანი.