ევროპა რუსულ გაზს მიიღებს

ევროპა რუსულ გაზს მიიღებს

უკრაინის ენერგეტიკის და ქვანახშირის მოპოვების მინისტრმა იური ბოიკომ კიევში უცხოელ დიპლომატებთან გამართულ შეხვედრაზე განცხადება გააკეთა.

ამ განცხადების თანახმად გარანტირებული იქნება რუსული ბუნებრივი აირის უკრაინის გავლით ევროპისადმი მიწოდება მიუხედავად იმისა თუ რა სახით დამთავრდება უკრაინის მოლაპარაკება რუსეთთან ბუნებრივი აირის ტრანზიტისათვის საფასურზე. ევროპული სახელმწიფოები ცდილობენ თავიდან აიცილონ 2009 წელს უკრაინასა და რუსეთს შორის მომხდარი დაპირისპირება, რასაც თან მოჰყვა რუსული ბუნებრივი აირის ევროპისადმი მიწოდების შეწყვეტა.