მოლაპარაკებში მონაწილეობენ აშშ-ს მხრიდან ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ხოლო ჩინეთის მხრიდან ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი სი ძინ პიინი. ჩინეთის ოფიციალურმა სინჰუას ახალი ამბების სააგენტომ ბატონი სის ციტირება მოახდინა იმის თაობაზე, რომ აშშ-სა და ჩინეთს საერთო ინტერესები აკავშირებს. მისივე თქმით ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავება არა მარტო ამ ორი სახელმწიფოს, არამედ მთელი მსოფლიოს ინტერესებს ემსახურებბა. ბაიდენმა საპასუხოდ განაცხადა, რომ მსოფლიოს ეკონომიური სტაბილობა დიდადაა განპირობებული ამერიკა-ჩინეთის ურთიერთთანამშრომლობაზე. მოლაპარაკების მთავარი თემა ეკონომიკაა. ბაიდენი ცდილობს დაარწმუნოს მისი კოლეგა იმაში, რომ აშშ-ს ეკონომიკა კვლავაც ძლიერია და რომ აშშ-ში ჩინეთის ინვესტიციების უსაფრთხოებას არაფერი ემუქრება.
აშშ-სა და ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტებმა ოფიციალური მოლაპარაკება დაიწყეს პეკინში.