იემენის სამთავრობო ძალებმა ქვეყნის დედაქალაქ სანააში სამგლოვიარო ცერემინიაში მონაწილეთ ცეცხლი გაუხსნეს.
შეტაკებებს ჰქონდა ადგილი მეამბოხე ჯარისკაცებთან, რის შედეგადაც 9 კაცი დაიღუპა. ამას გარდა სამთავრობო ძალებმა საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს მეამბოხე პირველ სატანკო დივიზიას და ამის პარალელურად ქალაქის ცენტრალურ მოედანზე თავს დასხნენ მჯდომარე აქციაში მონაწილე მოპროტესტეებს.