ლიბანის კოალიციური მთავრობის დაშლის მიზეზი გახდა ოპოზიციური ჰეზბოლასა და მისი მოკავშირე მინისტრების განცხადება, რომლის თანახმად ისინი ტოვებენ კაბინეტს. 30 წევრიანი კაბინეტის 11 წევრის გადადგომა გამოიწვია გაეროს მიერ დაწყებულმა გამოძიებამ, რომელიც ეხება ლიბანის აწ გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის რაფიკ ჰარირის 2005 წელს მკვლელობის გამოძიებას.