ჩინეთის არმიის ხელმძღვანელი შეერთებულ შტატებს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში სამხედრო წვრთნების ჩატარებსა და სადაზვერვო ფრენებში სდებს ბრალს. ამის შესახებ გენერალმა ჩენ ბინგდმა დღეს თავის ამერიკელ კოლეგასთან მაიკ მალენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ჩენის თქმით, ფილიპინებსა და ვიეტნამში მიმდინარე წვრთნები აშკარად შეუსაბამოა იმ დროს, როდესაც ჩინეთს ორივე ქვეყანასთან ტერიტორიული პრეტენზიები გააჩნია. ჩენის თქმით, წვრთნების პარალელურად ამერიკული სამხედრო თვითმფრინავები ჩინეთის სანაპიროს გასწვრივ სადაზვერვო გაფრენებს ახორციელებენ. მალენის განცხადებით შეერთებული შტატები სამხედრო წვრთნებს თავსი მოკავშირე ქვეყნებთან ერთად ატარებს, ხოლო სადაზვერვო ფრენები კი საერთაშორისო ნორმების ფარგლებში ჯდება.