ყატარის ახალი ინიციატივა

ყატარის ახალი ინიციატივა

ემირი არაბულ ქვეყნებს სირიაში სამხედრო ძალების გაგზავნისკენ მოუწოდებს

ყატარი სირიაში არაბული სამხედრო ძალების გაგზავნის ინიციატივით გამოდის, რათა ქვეყანაში სისხლისღვრა შეჩერდეს. სირიაში არაბული ლიგის სადამკვირვებლო მისიის ყოფნის მიუხედავად ძალადობა არ წყდება. ყატარის ემირმა აღნიშნული ინიციატივა ამერიკული ტელეკომპანია "სიბიესის" ეთერში გაახმოვანა. მისი თქმით, არაბული ქვეყნების სამხედრო ძალები სირიაში უნდა გაემგზავრონ და იქ არსებული ძალადობა შეაჩერონ. გაეროს მონაცემებით, მარტის შემდეგ სირიაში 5000-ზე მეტი ადამიანია დაღუპული. სირიის ხელისუფლება კი ირწმუნება, რომ "შეიარაღებულმა ტერორისტებმა" 2000 ზე მეტი სამთავრობო ჯარისკაცი მოკლეს.