ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ირანის ენერგოსექტორის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხი განიხილეს და დადებითად გადაწყვიტეს. ევროკავშირის მიერ მიღებული ზომები ასევე შეეხება ვაჭრობას, საბანკო და დაზღვევის სფეროებს, ასევე ტრანსპროტს, სანაოსნო და საჰარეო გადაზიდვების ჩათვლით. გასულ თვეს, ევროკავშირის ლიდერები ირანის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაზე შეთანხმდნენ. ამასთანავე ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ქეთრინ ეშტონი ირანთან მოლაპარაკების განახლებას შეეცდება, რომელშიც ექვსი ქვეყანა უნდა ჩაერთოს. ეს ქვეყნები არიან: შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, რუსეთი, გერმანია და ჩინეთი.