აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა ამ სამი დღის განმავლობაში მინესოტას, ილინოისს და აიოვას ეწვევა, სადაც ახლახანს რესპუბლიკელებმა საცდელი სანომინაციო არჩევნები ჩაატარეს მათ საპრეზიდენტო კანდიდატებზე.
ობამას ამ ვიზიტის მიზანია პასუხები გასცეს რესპუბლიკელებს, რომლებიც ბრალს სდებენ მას იმაში, რომ პრაქტიკულად არაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ფეხზე დააყენოს დასუსტებეული ეკონომიკა. საზოგადოებრიივი აზრის გამოკითხვის შედეგად ობამას პოპულარობა შემცირდა მას შემდეგ, რაც ადგილი ჰქონდა ძალისხმევას გაეზარდათ სახელმწიფო კრედიტის ზედა ზღვარი და იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში უმუშევრობა 9%-ზე მეტს შეადგენს. მინესოტაში, ილინოისში და აივოვაში იგი ისაუბრებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ეკონომიკა და სამუშაო ადგილების შექმნა.