სირია მოელის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადისგან დოკუმენტზე ხელმოწერის დასმას, რომლითაც გაუქმდება აი უკვე 50 წლის განმავლობაში მოქმედი საგანგებო კანონი.
სირიის რამოდენიმე ქალაქში არ წყდება ანტი-სამთავრობო მანიფესტაციები. მთელი სირია მოელის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადისგან დოკუმენტზე ხელმოწერის დასმას, რომლითაც გაუქმდება აი უკვე 50 წლის განმავლობაში მოქმედი საგანგებო კანონი. ქვეყნის ჩრდილოეთში განლაგებულ ქალაქ ალეპოში ანტი-სამთავრობო აქიციებში მონაწილენი შეეტაკნენ ასადის მომხრეებს. ასოშიეიტიდ პრესი ციტირებას უხდნს ადამიანის უფლებათა დამცველებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ქალაქ დარააში რამოდენიმე ათასმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა საპროტესტო აქციაში. ვაშინგტონში აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლკინტონმა დაჰგმო მოპროტესტეების მიმართ ძალის გამოყენება.