ადამიანის უფლებათა დაცვის ჯგუფები აპროტესტებენ ეგვიპტის სამხედრო ტრიბუნალის ვერდიქტს, რომელიც მაიკლ ნაბილ სანადს გამოუტანეს.
მას სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა იმისათვის, რომ საკუთარ ბლოგებში მწვავედ აკრიტიკებდა ეგვიპტის შეიარაღებულ ძალებს. როგორც ამერიკელ ადამიანის უფლებათა ქომაგთა ორგანიზაციამ ჰუმან რაითს ვოჩმა განაცხადა განაჩენი საშიშ პრეცედენტს უყრის საფუძველს. პარიზში ორგანიზაცია რეპორტიორები საზღვრის გარეშე აცხადებს, რომ გაოგნებულია განაჩენით და დაუყოვნებლივ ითხოვს სანადის გათავისუფლებას.