აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ოფიციალურად განაცხადა, რომ სპილოს ძვლის სანაპიროს რესპუბლიკის ლიდერი ლორენ გბაგბო დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს.
აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ოფიციალურად განაცხადა, რომ სპილოს ძვლის სანაპიროს რესპუბლიკის ლიდერი ლორენ გბაგბო დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს, რათა თავიდან იქნას აცილებული სისხლისღვრა და ძალმომრეობა. ობამამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მხარს უჭერს გაეროს მშვიდობისმყოფელთა და საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებულ დარტყმებს გბაგბოს ერთგული ძალების ობიექტებზე. დასავლეთ აფრიკის სახელმწიფოთა ბლოკმა უკვე გამოაცხადა, რომ მზად არის ქვეყნიდან უსაფრთხო გასვლის გარანტიები მისცეს გბაგბოს თუკი იგი ნებაყოფლობით დაუთმობს პრეზიდენტის პოსტს ალასანე უატარას, რომელმაც ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მოიპოვა გამრჯვება.