მინსკში მილიციამ საპროტესტო აქციაში მონაწილე 10 კაცი დააპატიმრა.აქციაში მონაწილეები ოპოზიციის ლიდერების დაკავებას აპროტესტებდნენ. ადგილობრივი უშიშროების სამსახურის შენობის წინ გაიმართა ეს აქცია. აქციაში მონაწილეთ ხელში ეჭირათ იმ დაკავებულთა ფოტოები, რომლებიც ხელისუფლებამ გასული თვის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დააპატიმრა.ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ლუკაშენკომ გამარჯვება არჩევნებში ხმების მანიპულირებიტ მოიპოვა. ორი ცნობილი ამერიკელი სენატორი დემოკრატი ჯონ კერი და ჯო ლიბერმანი ამტკიცებენ, რომ აშშ-მ და ევროკავშირმა უფრო მკაცრ ზომებს უნდა მიმართონ ბელორუსის მთავრობისა და კერძოდ ლუკაშენკოს მიმართ.