ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა პირველად აღიარა ის ფაქტი, რომ ირანის ურანის გამდიდრების რამოდენიმე ცნტრუფუგა ახლახანს კიბერთავდასხმის შედეგად მწყობრიდან დროებით გამოვიდა. როგორც აჰმადინეჟადი აცხადებს კომპიუტერული ვირუსი სტაქსნეტი მოხვდა ცენტრიფუგების ელექტროსისტემაში, რამაც პრობლემები შექმნა. ამ ფონზე ირანმა ოფიციალურ განცხადებაში ისრაელსა და აშშ-ს აგენტებს დასდო ბრალად თეირანში გუშინ მომხდარი ტერაქტი, რომელსაც შეეწირა ბირთვულ დარგში ერთ-ერთი ცნობილი ირანელი სპეციალისტი.