შაბათს რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერი დემონსტრაციები გაიმართა. მათგან ყველაზე მასშტაბური აქცია სანკტ-პეტერბურგში მოეწყო, სადაც პოლიციის ინფორმაციით, ქუჩაში 60 ათასი დემონსტრანტი გამოვიდა. ისინი პრემიერ-მინისტრის პოლიტიკით კმაყოფილებას გამოხატავდნენ და პრეზიდენტად ისევ პუტინის არჩევას უჭერდნენ მხარს. ერთერთმა მხარდამჭერმა ვალენტინა ტარანმა, "ამერიკის ხმასთან" საუბარში უარყო ინფორმაცია, თითქოს პუტინის მხარდამჭერ აქციებზე ხალხი ძალდატანებით მიყავთ.