პაკისტანი ნატოსგან ბოდიშს ითხოვს

პაკისტანი ნატოსგან ბოდიშს ითხოვს

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი საზღვარზე მომხდარ ფაქტს გამოიძიებს

პაკისტანის ხელისუფლება უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც პაკისტანელმა სამხედროებმა ნატოს ავიაციის პროვოცირება მოახდინეს, რის შედეგადაც 24 პაკისტანელი სამხედრო დაიღუპა და შედეგად ვაშინგტონსა და ისლამაბადს შორის ურთიერთობები დაიძაბა. პაკისტანის არმიის წარმომადგენელმა გენერალ-მაიორმა ატარ აბასმა დღეს განაცხადა, რომ ინფორმაცია, თითქოს პირველებმა ცეცხლი პაკისტანელებმა გახსნეს, სიმართლეს არ შეესაბამება და ამისთვის ნატოს და ავღანეთის სამხედროებმა ბოდიში უნდა მოიხადონ. მან აღნიშნა, რომ კოალიციის ძალებს შორის დანაკარგები არ ყოფილა. გუშინ ავღანეთის მთავრობის ანონიმმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ნატოს და ავღანეთის ძალები რომლებიც საზღვარზე პატრულირებას ახორციელებდნენ პაკისტანის მხრიდან ცეცხლის ქვეშ მოყვნენ, რის შემდეგაც ნატოს ავიაცია გამოიძახეს. თავის მხრივ კოალიციის წარმომადგენელმა პოლკოვნიკმა გარი კოლბიმ განაცხადა:

„ჩვენ რასაკვირველია ამ ფაქტს გამოვიძიებთ. გამოძიების მიზანია რომ ყველა არსებული ფაქტი შეაჯეროს და ეს კოალიცის სარდლობის პრიორიტეტია“