ქაბულის ბანკზე თავდასხმა მოხდა

ქაბულის ბანკზე თავდასხმა მოხდა

ჯერ-ჯერობით უცნობია თავდამსხმელთა ვინაობა.

ავღანეთის აღმოსავლეთში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა ბანკის შენობაზე, რომლის დროსაც 8 ადამიანი დაიღუპა და 56 დაიჭრა.

თვითმხილველთა განცხადებით, ქაბულის ბანკის ფილიალი ქალაქ ჯალალაბადში შვიდმა შეიარაღებულმა პირმა დააყაჩაღა.

ქაბულის ბანკი ავღანეთის პოლიციის და არმიის პირად შემადგენლობას უხდის ხელფასებს.

ხელისუფლების განცხადებით, ავღანეთის უშიშროების ძალებმა ბანკთან მისასვლელი გზები გადაკეტეს. ჯერჯერობით უცნობია თავდამსხმელთა ვინაობა.