ერაყში რამდენიმე ტერაქტი მოხდა

ერაყში რამდენიმე ტერაქტი მოხდა

აფეთქებისას 27 შიიტი მომლოცველი დაიღუპა.

ერაყის ოფიციალურ პირები აცხადებენ, რომ ქალაქ სამარაში კამიკაძე ტერორისტმა თავი აიფეთქა. აფეთქებისას 27 შიიტი მომლოცველი დაიღუპა.

ორი დღის წინ, ამავე ქალაქში კამიკაძე ტერორისტმა ავტომობილში აიფეთქა თავი. აფეთქებამ 8 შიიტი მომლოცველის სიცოცხლე იმსხვერპლა. შიიტი მომლოცველები მეცხრე საუკუნის იმამის ჰასან ალ ასკარის გარდაცვალებას აღნიშნავენ.

ამის ფონზე, ხუთშაბათს ქალაქ დუჯაილში განხორციელებული ტერაქტის დროს 39 ადამიანი დაშავდა.

მიუხედავად ამ კვირას გამძვინვარებული თავდასხმებისა, ერაყში რელიგიურ ნიადაგზე განხორციელებული თავდასხმები შემცირდა.