ადამიანის უფლებები საქართველოში

ადამიანის უფლებები საქართველოში

საქართველოს პრეზიდენტმა საახალწლოდ 146 პატიმარი შეიწყალა.

საქართველოს პრეზიდენტმა საახალწლოდ 146 პატიმარი შეიწყალა. შეწყალებულებმა სასჯელაღსრულების დაწესებულებები ახალ წლამდე დატოვეს, 20 -მა პატიმარმა შეწყალების კომისიის რეკომენდაციით, დანარჩენმა 126 პატიმარმა საპატრიარქოს რეკომენდაციით.

ამჟამად საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში 20-ათასამდე პატიმატრი იხდის სასჯელს. 2010 წლის მიწურულს, 27 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა პრევენციის ეროვნული მექანიზმის სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა. რომელშიც , მათ შორის პენიტენციალურ სისტემაში ჯანდაცვის კუთხით არსებული მდგომარეობაა ასახული 2009 წლიდან 2010 წლის ჩათვლით.

გიორგი ტუღუში აღნიშნავს, რომ პენიტენციალური სისტემის უპირველეს ამოცანას უნდა წარმოადგენდეს არა მხოლოდ სადამსჯელო ფუქცია, არამედ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფ პირთა რეაბილიტაცია და გარკვეულ ეტაპზე საზოგადოებაში რეინტეგრაციისთვის მომზადება.

სახალხო დამცველის განცხადებით, თავისუფლებააღკვეთილ პირთათვის ჯანმრთელობის უფლების რეაბილიტაციაზე ხელის შეშლა დაუშვებელია:

“პირებს, რომლებიც იმყოფებიან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში აქვთ ჯანდაცვის იგივე უფლებები, რაც პაციენტებს სამოქალაქო სექტორში;
პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციას აქვს მოვალეობა აკონტროლოს, რომ მსჯავრდებულებს მიეწოდებოდეთ ჯანდაცვის ადეკვატური სერვისები და რომ ციხეში არსებული გარემო და პირობები ნეგატიურად არ მოქმედებდეს როგორც პატიმართა, ისე დაწესებულების თანამშრომელთა ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე;
პენიტენციური ჯანდაცვის პოლიტიკა ინტეგრირებული უნდა იყოს ქვეყნის ეროვნულ ჯანდაცვის პოლიტიკასთან და შესაბამისად, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადმინისტრაცია უშუალოდ უნდა აკონტროლებდეს პენიტენციური ჯანდაცვის საკითხებს. ყურადღება უნდა გამახვილდეს ჯანდაცვის ყველა ასპექტზე და განსაკუთრებით გადამდებ დაავადებებზე.”

წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის ხელმძღვანელის მარიამ ჯიშკარიანის თქმით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქართველოდან 4 ათასზე მეტი სარჩელია შეტანილი.