ავღანეთში კვლავ ტერაქტებია

ავღანეთში კვლავ ტერაქტებია

ავღანეთის სამთავრობო ჯარებმა და ნატოს სამხედროებმა 15 მეამბოხე გაანადგურეს.

ავღანეთის ხელისუფლების განცხადების თანახმად, პოლიციის ფორმაში გადაცმული ორი კამიკაძე ტერორისტის მიერ, პოლიციის შტაბ-ბინის აფეთქების შედეგად, სულ ცოტა 4 პოლიციელი დაიღუპა და 11 დაიჭრა.

თუმცა, მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსხვერპლის რიცხვმა შესაძლოა 12 მიაღწიოს.

პაკტიკას პროვინციაში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბებმა იკისრეს.

ავღანეთის აღმოსავლეთში გრძელდება შეტაკებები კოალიციურ ძალებსა და ავღანელ პარტიზანებს შორის. ნანგაჰარის პროვინციაში გამართული ბრძოლის დროს, ავღანეთის სამთავრობო ჯარებმა და ნატოს სამხედროებმა 15 მეამბოხე გაანადგურეს.