ქარიშხალი რიჩაირდი კვლავ მძვინვარებს

ქარიშხალი რიჩაირდი კვლავ მძვინვარებს

კულმინაციას ქარიშხალი ჰონდურას -ნიკარაგუას საზღვართან მიაღწევს.

ამერიკის ეროვნული ქარიშხლის ცენტრის ინფორმაციით, ქარიშხალი რიჩარდი კარიბის ზღვიდან ჰონდურასის მიმართულებით სვლას განაგრძობს.

მეტეოროლოგების განცხადებით, რიჩარდი ქარიშხლის სიძლიერეს კვირას მიაღწევს.

ცენტრში ამბობენ, რომ რიჩარდი კულმინაციას ჰონდურას -ნიკარაგუას საზღვართან განიცდის, ლიმონის პროვინციის დასავლეთით და იქვე მდებარე ყურის კუნძულებთან ახლოს.