რუსეთს წყალდიდობა უტევს

რუსეთს წყალდიდობა უტევს

წყალდიდობამ 7 სოფელი დააზარალა .

რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, სულ ცოტა 9 ადამიანი დაიღუპა კრასნოდარის მხარეში მომხდარი ძლიერი წყალდიდობის დროს.

წყალდიდობამ 7 სოფელი დააზარალა და 300-მდე ადამიანი უსახლკაროდ დატოვა.

სტიქიური უბედურების ზონაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა წყალდიდობით დაზარალებულთათვის აუცილებელი დახმარების აღმოჩენის განკარგულება გასცა.