თორხამის საგუშაგო გაიხსნა

თორხამის საგუშაგო გაიხსნა

ნატოს ჯარების მომარაგების სასიცოცხლო მნიშვნელობის გზა აღდგენილია.

პაკისტანის ოფიციალური პირების მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, ნატოს ჯარების მომარაგების სასიცოცხლო მნიშვნელობის გზა - თორხამის საგუშაგო, რომელიც ჩრდილო-დასავლეთ ხუბერის რეგიონს ესაზღვრება, გაიხსნა.

პაკისტანმა თორხამის საზღვარი, მას შემდეგ გადაკეტა, რაც ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ვეტმმფრენებმა პაკისტანის სამხედრო პოსტზე საჰაერო იერიში მიიტანეს.

ნატო-პაკისტანის საერთო გამოძიებამ დაადგინა, რომ ამერიკელ მფრინავებს სამხედროები მეამბოხეებში აერიათ. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გასულ კვირას მომხდარისთვის ბოდიში მოიხადა.

ამის ფონზე პაკისტანის დაზვერვის სააგენტოს მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, დღეს ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში აშშ-ის სამხედრო ძალების უპილოტო თვითმფრინავის იერიშის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 4 ადამიანი.

ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ შეტევა ჩრდილოეთ ვაზირისტანში, ალ-ყაიდასა და თალიბი მეამბოხეების თავშესაფარზე მიიტანეს.