ჩილელ მაღაროელებს მალე დაიხსნიან

მიწის ქვეშ გაჭედილების ამოყვანა, რომლებიც უკვე 2 თვეა მაღაროში არიან, უახლოეს დღეებში გახდება შესაძლებელი.

ჩილელმა მაშველებმა მაღაროელების დასახსნელად საგანგებო ხვრელის გათხრა დაასრულეს. მათი განცხადებით, მიწის ქვეშ გაჭედილების ამოყვანა, რომლებიც უკვე 2 თვეა მაღაროში არიან, უახლოეს დღეებში გახდება შესაძლებელი.

დაშავებულთა ოჯახის წევრები, რომლებიც უკვე 2 თვეა მაღაროს გარეთ კარვებში ცხოვრობენ ამ ფაქტს დიდი სიხარულით და დროშების ფრიალით შეხვდნენ.

საგანგებო ოპერაციის ხელმძღვანელმა ხვრელის გათხრის დასრულებას ფენომენალური შრომის შედეგი უწოდა.