ეგზითპოლების და ხმების გარკვეული ნაწილის დათვლის შემდეგ, ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ვალდის დომბროვსკიმ ძალაუფლება შეინარჩუნა. მას უკვე შეუძლია ახალი უმრავლესობის მთავრობის შექმნა დაიწყოს. დომბროვსკის განცხადებით, ის საკუთარ კოალიციაში შემავალ პოლიტიკურ პარტნიორებთან გამართავს მოლაპარაკებას ახალი მთვარობის ფორმირების შესახებ. დომბრივსკის კოალიციას ჯერჯერობით ხმების 60 პროცენტი აქვს მოპოვებული. ის ლატვიის ერთობის პარტიას უდგას სათავეეში. არჩევნების შემდეგ დომბრივსკიმ კომენტარი გააკეთა:
„პირველ რიგში, მე მინდა დიდ მადლობა ვუთხრა ჩვენ ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის და იმ ნდობისთვის, რაც მათ ამჟამინდელი ეკონომიკური,საგარეო ეკონომიკური და საგარეო პოლიტიკისადმი გამოხატეს. ჩვენ ამჟამინდელ პოლიტიკას გავაგრძელებთ. ამ არჩევნებს ორი კარგი შედეგი ქონდა - პირველი, რომ ამომრჩეველემა ხმა მისცა სტაბილურობას და მეორე, მათ უარყვეს პოპულიზმი,“ - განაცხადა დომბროვსკიმ