რესპუბლიკელებმა “ ამერიკის ერთგულების” გეგმა ვაშინგტონის ერთერთ მაღაზიაში იმის ნიშნად წარადგინეს, რომ მცირე ბიზნესს ისინი ახალი სამუშაო ადგილებით დაეხმარებიან.
რესპუბლიკელთა ლიდერმა წარმომადგენელთა პალატაში, კონგრესმენმა ჯო ბოენერმა განაცხადა, რომ მისი პარტია იმ ამერიკელებს უსმენს, რომლებიც ობამას ადმინისტრაციისა და ვაშინგტონის მიმართ იმედგაცრუებას გამოხატავენ.
“ისინი ხედავენ მთავრობას, რომელსაც მათი არ ესმის, ამერიკელები ფიქრობენ, რომ ვაშინგტონს მათი ბედი არ ადარდებს. იმისათვის, რომ სამუშაო ადგილები შევქმნათ, უნდ ა მოვუფრთხილდეთ დამსაქმებლებს და თავად კონგრესი გარდავქმნათ.”
რესპუბლიკელების ახალი გეგმის მიხედვით, უნდა შემცირდეს სამთავრობო დანახარჯები და ბიზნესის რეგულირების წესები აიკრძალოს. რესპუბლიკელები სიტყვას დებენ, რომ სამთავრობო დანახარჯებს 2008 წლის მონაცემებამდე დაიყვანენ და შეცვლიან ბარაკ ობამას მიერ დამტკიცებული ჯანდაცვის რეფორმის კანონსაც.
რესპუბლიკელები ამბობენ, რომ მთავარი პრიორიტეტი ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, კონგრესის რეფორმირება და ძლიერი თავდაცვითი სისტემის შექმნაა.
დემოკრატებმა კონკურენტების ახალი გეგმა მალევე შეაფასეს და პირველი რიგში 2006 წელთან, იმ დროსთან გაავლეს პარალელი, როდესაც რესპუბლიკელების კონგრესში, უმრავლესობით იყვნენ წარმოდგენილები.
თემა პირველად თავად პრეზიდენტმა ობამამ წამოჭრა, რადგან იგი ქვეყნის გარშემო, დემოკრატი კანდიდატების მხარდაჭრას განაგრძობს.
“ეს კვლავ შიშია იმედია წინააღმდეგ, წარსული, მომავლის წინააღმდეგ, ეს კვლავ არჩევანია უკან დახევასა და მომავლისკენ წინსვლას შორის. ეს ის არის, რისთვის არჩევნები საერთოდ ტარდება და ეს ის არჩევანი, რომლის წინაშეც თქვენ ნოემბერში დადგებით.”
ექსპერტები ფიქრობენ, რომ არსებობს ეჭვი იმისა, რომ ეკონომიკისა და უმუშევრობის საკითხები 2 ნოემბრის არჩევნებისთვის დომინანტი იქნება.
კარლინ ბოუმანი, ამერიკის წამოწყებათა ინსტიტუტში, ვაშინგტონში, საზოგადოებრივი აზრის კვლევებითაა დაკავებული. მისი განცხადებით, უკანასკნელი კვლევა ეხებოდა იმას, იცნობენ თუ არა ამერიკელები ადამიანს, ვინც ბოლო ხანებში სამსახური დაკარგა.
“გამოკითხულთა 70 პროცენტს ასეთი ადამიანი უახლოეს გარემოცვაში ყავდა. ეჭვგარეშეა, რომ ეკონომიკისა და უმუშევრობის საკითხები, უმნიშვნელოვანსი საკითხი იქნება არჩევანის გაკეთებისას.”
საზოგადოებრივი აზრის კვლევების მიხედვით, კონგრესის მოახლოვებულ არჩევნებში რესპუბლიკელები გაიმარჯვებენ და წარმომადგენელთა პალატაში 39 ადგილს მოიპოვებენ. მათ სენატში უმრავლესობის მოსაპოვებლად კიდევ 10 ადგილი ჭირდებათ.
უახლესმა გამოკითხვებმა ასევე ცხადყო, რომ ამერიკელებს, ზოგადად კონგრესზე ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ და რწმენა ორივე პარტიისადმი დაკარგული აქვთ. თუმცა გამოკითხვების მიხედვით, დემოკრატებს, რესპუბლიკელებთან შედარებით უფრო მაღალი რეიტინგი აქვთ.
ეგრეთ წოდებული “ჩაის სმის მოძრაობის” კონსერვატიულ მხარდამჭერებსაც კი, რესპუბლიკელების გამარჯვებაში ეჭვი ეპარებათ.
რესპუბლიკელების მიერ ახლახანს წარმოდგენილ საკანონმდებლო გეგმას ბევრი მსგავსება აქვს, ეგრეთ წოდებულ “კონტრაქტი ამერიკასთან”, რომელიც 1994 წელს რესპუბლიკელებს, კონგრესში 40 წლის მანძილზე პირველად დაეხმარა დემოკრატებზე უპირატესობა მოეპოვებინა.
მიუხედავად იმისა, რომ “კონტრაქტი ამერიკასთან” შემადგენლობიდან ბევრი პუნქტი წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა, სენატში მისი დიდი ნაწილი, ყოფილი პრეზიდენტის, ბილ კლინტონის დროს დაიბლოკა.